David B.

Data visualization engineer

Upwork — Advices (part 2)

04 November 2018

კონტენტი დაკოპირებულია მედიუმის ამ სტატიიდან


წინა სტატიაში ვეცადე რჩევები მიმეცა დამწყებთათვის

ამ სტატიაში კი ვეცდები უფრო გამოცდილ ხალხზე გავაკეთო აქცენტი

ამ თემებს მიმოვიხილავ :

  • საძიებო სისტემაში დაწინაურება
  • ღირს თუ არა კლიენტისგან პროექტის აღება
  • fixed price თუ hourly price?
  • (ვიდეო) ინტერვიუ
  • Job-ის მიმდინარეობა
  • rating & reviews
  • rate-ს გაზრდა
  • კონკრეტულად რა შემოსავლის მიღება შეგვიძლია upwork-დან ?



საძიებო სისტემაში დაწინაურება

როგორც წესი დამკვეთები, რომლებიც თვითონ გამოდიან ჩვენზე და invite-ებს გვიკეთებენ, უფრო უკეთესები არიან, ვიდრე ისინი ვინც job-ს პოსტავენ და proposal-ებს ელოდებიან ჩვენგან. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თავი აღმოჩენადი გავხადოთ მათთვის

ამისთვის,უნდა ვიცოდეთ upwork-ი როგორ ახდენს ინდექსაციას კლიენტების მიერ ფრილანსერების ძებნისას

upwork-ი ძიებისას ითვალისწინებს ტექსტებს

  • Title-დან
  • Summary-დან
  • შესრულებული job-ებიდან
  • ტესტებიდან
  • და ასევე ითვალისწინებს რამდენად აქტიურია ფრილანსერი

შესაბამისად

  • Title-ში უნდა გვეწეროს კონკრეტული და არა ზოგადი. web developer-ის ნაცვლად ჩამოვწეროთ კონკრეტული ტექნოლოგიები, რაშიც კარგნი ვართ

Vue.js / d3.js / Node.js / Wordpress / Jquery

( სხვანაირი გამყოფის გამოყენებაც შეიძლება , მაგალითად Vue.js, d3.js ან Vue.js | d3.js )

  • Summary-ში უნდა ვეცადოთ ასევე ფრთხილად ჩავდოთ ისეთი ქივორდები, რომლითაც შეიძლება დამკვეთი გვეძებდეს, თუმცა არ უნდა გავადუბლიროთ არც ერთი, ინდექსაციაზე ცუდად მოქმედებს

მაგალითს ჩემი პროფილიდან ავიღებ, სადაც ძირითადად d3.js ტექნოლოგიებზე ვარ ფოკუსირებული

D3.js , D3 — ქივორდებია, რომლითაც ცდილობენ კლიენტები ფრილანსერების მოძებნას Upwork-ზე

D3js —ქივორდია, როცა ვინმე გუგლში ჩაწერს D3.js-ს, upwork-ზე ამ ქივორდით მისამართდება

შედეგის ნახვა თავად შეგიძლიათ

d3.js — https://www.upwork.com/o/profiles/browse/?q=d3.js

d3js —https://www.upwork.com/o/profiles/browse/?q=d3js

d3 —https://www.upwork.com/o/profiles/browse/?q=d3



როგორია კლიენტი?

ღირს მისგან პროექტის აღება?

აქ უბრალოდ ჩამოვწერ პრიორიტეტების მიხედვით მახასიათებლებს

კარგია :

  • საშუალო rate თქვენს rate-ზე მეტია ან ცოტათი ნაკლები
  • job-ების უმრავლესობაზე 300$-ს მაინც აღემატება გადახდილი თანხა
  • ყველა ძველი დაქირავებულისთვის კარგი შეფასება აქვს დაწერილი (ამას * განსაკუთრებით მიაქციეთ ყურადღება )
  • თვითონაც კარგი შეფასებები აქვს
  • დახარჯული აქვს 10K-ზე მეტი
  • Payment verified
  • არ გევაჭრებათ


ცუდია:

  • საშუალო rate თქვენს rate-ზე ბევრად ნაკლებია
  • job-ების უმრავლესობაზე 100$-ზე ნაკლებია გადახდილი
  • ძველ დაქირავებულებს ცუდ შეფასებებს უწერს
  • ცუდი შეფასებები აქვს (თუმცა მე ზემოთას უფრო ვაქცევ ყურადღებას)
  • Payment is not verified
  • გევაჭრებათ



Fixed price თუ Hourly price?

Fixed price-ის უპირატესობები:

  • თუ საკუთარი საქმე ნამდვილად გესმის და ოპტიმიზირებული გაქვს პროცესი, საათობრივ ანაზღაურებაზე გაცილებით დიდი შემოსავალი გამოდის (2–3 ჯერ მეტი ჩემს შემთხვევაში)
  • Proposal-ის გაკეთებისას იმ ფრილანსერებზე მეტი შანსი გაქვთ, რომლებსაც უფრო დაბალი Rate აქვს, თუმცა ბიუჯეტს მაინც დაახლოებით ერთნაირად სთავაზობთ კლიენტს


Hourly Price-ს უპირატესობები

  • რასაც მუშაობ იმას იღებ, როგორც წესი Upwork-ზე გამოუცდელ კლიენტთან უფრო უკეთესია ამ მეთოდით მუშაობა და კიდევ იმათთან ვინც მოთხოვნებს ხშირად ცვლის და ბევრი რევიზია გიწევთ
  • დალოგილი დრო თქვენს პროფილში აისახება



(ვიდეო) ინტერვიუ

როგორც წესი, კლიენტების გარკვეულ ნაწილს უნდა ვიდეოზარის საშუალებით მეტი დეტალი აგიხსნათ პროექტის შესახებ

ინტერვიუს მიმდინარეობისას:

  • მიესალმეთ და მოიკითხეთ
  • მოიქეცით პროფესიონალურად (არ ილაპარაკოთ ზედმეტი საკუთარ თავზე, ეცადეთ
  • თბილი მაგრამ საქმიანი ტონი შეინარჩუნოთ )
  • ყურადღებით მოისმინეთ აღწერა, შიგადაშიგ დასვით კითხვები და გაიმეორეთ მისი ნათქვამი რათა დარწმუნდეთ, რომ ყველაფერს სწორად იგებთ
  • ინტერვიუს ბოლოს კიდევ ერთხელ შეაჯამეთ ყველაფერი , რათა თქვენც დარწმუნდეთ რომ ყველაფერი სწორად გაიგეთ და არაფერი გამოგრჩათ, და აგრეთვე კლიენტიც დარწმუნდეს ამაში



Job-ის მიმდინარეობა

როგორც წესი კლიენტს ყველაზე მეტად აინტერესებს პროექტის პროგრესი

ამისთვის: ორ-სამ დღეში ერთხელ (ან მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევების პერიოდში) გაუგზავნეთ მოკლე აღწერა

  • რა გააკეთეთ
  • რას აკეთებთ
  • რა დაგრჩათ
  • სასურველია სქრინშოთებიც დაურთოთ ან ონლაინ ლინკიც გქონდეთ

საქმის დასრულების შემდეგ, ისევ გაუგზავნეთ ლინკი, source, სქრინშოთები და უთხარით:

  • რა გააკეთეთ (ეცადეთ დეტალურად ჩამოწეროთ ლოგიკურად მნიშვნელოვანი ნაწილები, ისე რომ ადვილი იყოს წასაკითხად )
  • სასურველია თუ რაიმე პატარა დეტალს(დავალებასთან რელევანტურს) თქვენი ინიციატივით გააუმჯობესებთ და ამასაც მოიხსენიებთ ( უყვართ )



Ratings & Reviews

Job-ის დასრულებისას სასურველია თუ კლიენტს დაახურინებთ (პირადად არ დახუროთ !)

თუ კლიენტი ამის სურვილს არ ამჟღავნებს, გამოიჩინეთ ინიციატივა თქვენ და დელიკატურად უთხარით რომ თუ მეტი ტასკები აღარ აქვთ თქვენთვის, კონტრაქტი დახუროს, და თქვენ კარგი Review-ს დაწერას აპირებთ მისთვის და იმედი გაქვთ მომავალშიც ითანამშრომლებთ (და ასეც მოიქეცით, კარგი Review დაუწერეთ)

Job-ი თქვენით არ დახუროთ, რადგან ცუდად მოქმედებს Job Success Score-ზე (განსაკუთრებით თუ ერთზე მეტს დახურავთ თქვენით)!!!



Rate-ს გაზრდა

როგორც წინა სტატიაში დავწერე, სასურველია თუ თქვენი Rate 20-25 $/h-დან დაიწყება

პირადად, ჩემი Rate-ს გაზრდაზე შემდეგმა ფაქტორებმა იქონია გავლენა

  • როგორი კონკურენტები გყავთ და როგორ მდგომარეობაშია თქვენი Upwork პორტფოლიო მათთან შედარებით
  • რამდენად დატვირთული ხართ მიმდინარე პერიოდში და რამდენად გაქვთ მოტივაცია ახალი პროექტების აღების
  • სასურველია თუ Rate-ს ნაბიჯ-ნაბიჯ გავზრდით 5$/h-ით, მას შემდეგ რაც მიმდინარე Rate-ით 2–3 Job-ს მაინც დავამთავრებთ



კონკრეტულად რა შემოსავლის მიღება შეგვიძლია upwork-დან ?

თუ ჩავთვლით რომ კვირაში საშუალოდ 25 საათს ვიმუშავებთ Full Time-ზე ,10-საათს Part Time-ზე, და ჩვენი Rate 20$/h . იქნება (მგონია რომ ეს მახასიათებელია საშუალო)

Gross

Full Time — 20254 = 2000 $ — (20 $/h, კვირაში 25 სთ, თვეში 4 კვირა)

Part Time — 20104= 800 $— (20 $/h, კვირაში 10 სთ, თვეში 4 კვირა)

გადასახადები

12 % — რომ ვიანგარიშოთ Upwork-ის გადასახადები (საშუალოდ) 25 $ — Upwork-ის და ფეიფალის საკომისიოები თვეში 1 % — ინდმეწარმედ დადგომის შემთხვევაში გადასახადი საქართველოში

საბოლოოდ მივიღებთ

Net

Full Time — (2000–20000.12–25) (1–0.01)= 1717 $

Part Time — (800–8000.12–25) (1–0.01)= 672 $

ლარებში თუ გადავიყვანთ — კურსი CCY

ზამთარში დოლარის საშუალო კურსი არის 2.7

ზაფხულში საშუალოდ კურსი არის 2.4

დასკვნა

ანუ საშუალო Full Time Developer-ს ხელზე 4100 — 4600 ლარის გამომუშავება შეუძლია, საშუალო მუშაობით Upwork-დან

ხოლო Part-Time-ს 1600–1800 Gel

თუმცა პირადი გამოცდილებით, Upwork-ი ძალიან ელასტიურია და ფრილანსერებს კარგი Job History-თ გაცილებით მეტი შემოსავალი აქვთ , ვიდრე ზემოთ გამოთვლილი

ხოლო ვისაც Job History არ აქვთ კარგი, უჭირთ ხოლმე კარგი კლიენტების პოვნა, შესაბამისად ზემოთ გამოთვლილზე ნაკლებს გამოიმუშავებენ

სულ ეს იყო

მადლობა წაკითხვისთვის

p.s. სურვილის შემთხვევაში შემოგვიერთდით

Remote Work — Georgian Community ჯგუფში

Remote Work Georgian Community